"ეს ერისა და საქართველოს სირცხვილია " - კვირის პალიტრა

"ეს ერისა და საქართველოს სირცხვილია "

"რაც ჩვენ ვიხილეთ, ერისა და საქართველოს სირცხვილია", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას. უწმინდესმა საზოგადოებას მიმართა, შეიქმნას კომისია, რომელიც პატიმართა წამების ფაქტებს გამოიძიებს. პატრიარქმა ასევე ბრძანა, რათა არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდობიანად უნდა მივიდეს, არჩევნებზე კი ყველაფერი გაკეთდეს, რომ არ გაყალბდეს, ადამიანებს შიშის გარეშე შეეძლოთ არჩევანის გაკეთება, შემოხაზონ ის რიცხვი, რომელიც თავად სურთ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).