ბედუკაძის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

ბედუკაძის სკანდალური განცხადება

გლდანის ციხის ყოფილი მორიგე ოფიცრისა და საზარელი ვიდეომასალის მთავარი ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, გავრცელებული კადრები "დაწუნებული" მასალაა იმასთან შედარებით, რაც ბაჩო ახალაიას სეიფში ინახება. მისი თქმით, ეს ვიდეომასალა ასახავს მკვლელობებსა და გაუპატიურებებს. მისივე თქმით, დაზვერვის პოლკოვნიკი ალექსანდრე (სერგო) თეთრაძე ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას დაკვეთით გლდანის ციხის თანამშრომლებმა ალექსანდრე მუხაძემ და ოლეგ ფაცაციამ მოკლეს. "თეთრაძე გაუპატიურებისას უშუალოდ შემოაკვდა ალექსანდრე მუხაძეს. პირადად ალექსანდრე მუხაძემ გააუპატიურა რეზინის ხელკეტით. ამას იღებდა ახალაიასთვის და ეს კასეტა თვითონ აქვს", - აღნიშნა ბედუკაძემ, რომელიც ბრიუსელში იმყოფება და ბელგიის მთავრობას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს (ვრცლად იხ. გვ. 7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).