ტუღუში ახალ ამპლუაში - კვირის პალიტრა

ტუღუში ახალ ამპლუაში

სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნულმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მთელი სისტემა გაუქმებულად გამოაცხადა, თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი კი სამსახურიდან დაითხოვა. ტუღუში ჟურნალისტებთან ერთად გლდანის ციხეში მივიდა, მედიის თანდასწრებით პატიმრებს მიმართა და განაცხადა, რომ მათ თითს ვეღარავინ დააკარებს. მისი თქმით, შედგება სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა სია და ვინც პატიმრების წამებასთან იქნება დაკავშირებული, მკაცრად აგებს პასუხს. ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის, გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მან სახალხო დამცველობისას შეიმუშავა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).