ხელისუფლებამ ორი "ბარტყი" გადააგდო - კვირის პალიტრა

ხელისუფლებამ ორი "ბარტყი" გადააგდო

პატიმრების წამებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო გამოსვლების გამო თანამდებობიდან ჯერ სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, შემდეგ კი შს მინისტრი ბაჩო ახალაია გადადგა. "ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებული იყვნენ, არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე, მე ვგრძნობ მორალურ  და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას  იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა", - განაცხადა ახალაიამ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომხდარს სისტემური მარცხი უწოდა და აღნიშნა, რომ საზოგადოების აღშფოთებას უერთდება. გიგი უგულავამ ყველას, ვისაც "სადისტური ზიანი" მიადგა, ბოდიში მოუხადა, დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ შეძრწუნებულია. კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა შეცვალა, შს მინისტრის მოვალეობის შესრულებას კი ეკა ზღულაძე შეუდგა.