რეგიონული ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიას ითხოვენ - კვირის პალიტრა

რეგიონული ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიას ითხოვენ

''ქრისტიან-დემოკრატები'' რეგიონული ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიას ითხოვენ.

პარტიის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, ''ქრისტიან-დემოკრატები'' ამ ინიციატივით უახლოეს დღეებში შევლენ პარლამენტში, თუმცა სასურველი იქნება, ეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივა იყოს. თარგამაძემ აღნიშნა, რომ რეგიონული ტელევიზიების თავზე "დამოკლეს მახვილივით" არ უნდა იყოს ხელოვნურად წარმოქმნილი ვალები. დეპუტატის ინფორმაციით, აჭარაში მოქმედი ტელეკომპანია `''ტვ-25~-ის მსგავსად, ხელოვნურად წარმოქმნილი ვალების პრობლემა ტელეკომპანია "რიონსაც" (ქუთაისი) აქვს.