"ეს არის ხაზი ადამიანობასა და არაადამიანობას შორის" - კვირის პალიტრა

"ეს არის ხაზი ადამიანობასა და არაადამიანობას შორის"

4 ნოემბერს, სოფელ ტირძნისის ტერიტორიიდან სეპარატისტების მიერ მოზარდების გატაცების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. "არარსებული საზღვრის დარღვევისას რუსეთის იმპერიამ მოზარდები დააკავა. თუ ამით განისაზღვრება იმპერიის სიდიადე, ეს შესაშური არ არის. ამასთან, კონფლიქტის რეგიონში არ გადის ადმინისტრაციული საზღვარი საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის. ეს არის ოკუპაციის ხაზი, ზღვარი თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის, ადამიანობასა და არაადამიანობას შორის, წარსულსა და მომავალს შორის, რომელიც საქართველოს მხარესაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 8 ნოემბერს გორში ყოფნისას.