გრიგოლ ვაშაძე უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე - კვირის პალიტრა

გრიგოლ ვაშაძე უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მოსკოვში კანონის შესაბამისად განიხილება.

- ჩემთვის ძალიან რთულია, რაიმე სახის შეფასება მივცე მსგავს საქციელს. არ დავიწყებ იმაზე მსჯელობას, თუ რისი მიღწევა უნდოდა თავისი ჟესტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ვაშაძის წინადადება რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით კანონით განსაზღვრული წესით განიხილება და შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდება, - აღნიშნა ნესტერენკომ. გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის დუმაში აღნიშნული საკითხის განხილვის დაწყება მოითხოვეს.

ვაშაძემ რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის სახელზე წერილი გააგზავნა, სადაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარს თავად ამბობს. წერილს მან თავისი პასპორტიც დაურთო.