ალასანია რუსეთში ჩასვლას არ აპირებს - კვირის პალიტრა

ალასანია რუსეთში ჩასვლას არ აპირებს

"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის განცხადებით, იგი რუსეთში ჩასვლას არ აპირებს. "ამგვარი შეხვედრებით ორმხრივ ურთიერთობებში დღეს სერიოზული ცვლილების მიღწევის პერსპექტივას ვერ ვხედავ. არა ვარ კონკრეტულად საქმის კურსში, ბატონმა ნოღაიდელმა იქ რა შეხვედრები გამართა, თუმცა სამომავლოდ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება უნდა მოხდეს", - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, იგი რუსეთში ვიზიტს არ გეგმავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ მოსკოვს, შესაძლოა, ნინო ბურჯანაძეც ესტუმროს.