საქართველო-სომხეთის საზღვარს ნატო "გააკონტროლებს" - კვირის პალიტრა

საქართველო-სომხეთის საზღვარს ნატო "გააკონტროლებს"

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობერტ სიმონსმა ერევანში ყოფნის დროს განაცხადა, რომ სომხეთს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მოწესრიგებაში  ნატო ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. სიმონსის თქმით, ნატო აქტიურად თანამშრომლობს სომხეთის შესაბამის სამსახურთან საზღვრისპირა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სომხეთის ხელისუფლებამ ალიანსს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ტექნიკური დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა, რაც სომხეთის ხელისუფლების აზრით, ქვეყანას კონტრაბანდასა და ტერორიზმთან  ბრძოლაში დაეხმარება.