მანანა არჩვაძის მომხრეებმა ჟურნალისტებსა და ადვოკატებს შეურაცხყოფა მიაყენეს - კვირის პალიტრა

მანანა არჩვაძის მომხრეებმა ჟურნალისტებსა და ადვოკატებს შეურაცხყოფა მიაყენეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვრივმა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა მხარდამჭერებმა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილენი ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ. პარალელურად, სახალხო დამცველის ოფისში მიმდინარეობდა ადვოკატებისა და "იმედის" ჟურნალისტების შეხვედრა. შეხვედრიდან გამოსულ ჟურნალისტებსა და ადვოკატებს აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც შეურაცხყოფილებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე და ფრაქციის სხვა წევრები შენობიდან სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით გამოიყვანეს.

მოგვიანებით აქცია პოლიციის ჩარევით დაშალეს.