უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად... - კვირის პალიტრა

უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად...

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აბიტურიენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება დამოკიდებული იქნება საშუალო სკოლების დამამთავრებელ კლასებში მათი სწავლის მაჩვენებლებზე. მისი განმარტებით, დღეს სკოლებში X, XI და XII კლასებში მოსწავლეები ფაქტობრივად აღარ დადიან და ემზადებიან მხოლოდ იმ ოთხ საგანში, რომლებიც უნივერსიტეტში მოსახვედრად სჭირდებათ. მისი თქმით, ეს უნდა დასრულდეს და საშუალო განათლების ბოლო წლებმა სხვა დატვირთვა უნდა მიიღოს.

- არ შეიძლება მოსწავლე სკოლას ავტომატურად ამთავრებდეს. გამოცდები სხვა ფორმით უნდა ჩაბარდეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ სწავლობდა მოსწავლე  X, XI და XII კლასებში, - განაცხადა სააკაშვილმა.