სირიაში 340 კაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

სირიაში 340 კაცი მოკლეს

26 სექტემბერი სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდგომ ყველაზე სისხლისმღვრელი დღე იყო - დამასკოში ერთ დღეში 340 კაცი მოკლეს. ხოცვა-ჟლეტა დამასკოს იმ რაიონში გაიმართა, სადაც სირიის არმიის გენერალური შტაბია განთავსებული.

შტაბთან ორი ტერაქტი მოხდა, შემდეგ კი ოპოზიციის ფორმირებებმა იერიში დაიწყეს. ბაშარ ასადის ძალებმა შეტევა მოიგერიეს. მეამბოხეები ახალი ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადებიან. სამოქალაქო ომმა ამ ქვეყანაში უკვე 30 ათასზე მეტი კაცი შეიწირა.