ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს - კვირის პალიტრა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბაქოში, კავკასიის მუსლიმანთა განყოფილების ხელმძღვანელთან, შეიხულისლამ გაჯი ალახშუკურ ფაშაზადესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში არც მშვიდობისა და არც ომის ვითარება არ შეიძლება მუდმივად შენარჩუნდეს.

- "ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში. ყოველთვის ვნატრობდით, ჩვენი ქვეყნები ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი, თუმცა ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა: დარღვეულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სამუდამოდ დამკვიდრდეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იგი აღდგეს", - ბრძანა უწმინდესმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაღალი შეფასება მისცა შეიხ ულისლამის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების დამსახურებებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.

- "საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან კავკასიის საერთო ბედი აკავშირებს. ბევრ შემთხვევაში ჩვენი ბედისწერის მოვლენები ერთმანეთის მსგავსია, - აღნიშნა თავის მხრივ ფაშაზადემ.

მისივე თქმით, არიან ძალები, რომელთაც ხალხებს შორის უთანხმოების დათესვა სურთ.

- "შესაძლოა, ეს უმნიშვნელო ინციდენტებია, მაგრამ პროვოცირებულია იმ ძალთა მიერ, რომელთაც შუღლის ჩამოგდება სურთ", - აღნიშნა ფაშაზადემ.

საქართველოში პატრიარქი ბაქოში რუსეთის პატრიარქსაც შეხვდა .