პროტესტის ნიშნად - კვირის პალიტრა

პროტესტის ნიშნად

თურქეთში საქართველოს საელჩოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. დიპლომატის თქმით, ის წლების განმავლობაში თურქეთში ქართველი პატიმრების უფლებებს იცავდა და მისთვის მიუღებელია სამშობლოში მსჯავრდადებულთა მიმართ სასტიკი დამოკიდებულება. ანალოგიური მიზეზით გადადგა ბარსელონაში საქართველოს კონსული პაატა პაპუაშვილი.

პროტესტის ნიშნად თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს მიხეილ ქავთარაძემ და ირაკლი შიხიაშვილმაც. ამავე მიზეზით სასჯელაღსრულების სამინისტროდან წამოვიდნენ შესყიდვების სამმართველოს უფროსი ლევან მაღლაკელიძე, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მრჩეველი ჯაბა გურგენიძე და გარე დაცვის განყოფილების ინსპექტორი გიორგი ახვლედიანი, რომლებიც "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).