ინტერპოლი ბედუკაძეს ეძებს
ინტერპოლი ბედუკაძეს ეძებს
გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორს, საპყრობილის ყოფილ მორიგე ოფიცერ ვლადიმერ ბედუკაძეს ინტერპოლი ეძებს. ინტერპოლის ვებგვერდზე ბედუკაძის ფოტო და მისი პირადი მონაცემებია გამოქვეყნებული. დანაშაულის კატეგორიად, რომლის საფუძველზეც ბედუკაძე წითელი ცირკულარით იძებნება, ინტერპოლს "სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა" აქვს მითითებული. გლდანის ციხეში პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალა 18 სექტემბერს გამოქვეყნდა, თუმცა, იმ დროისთვის ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში აღარ იყო. ბოლო ინფორმაციით, ბედუკაძე ბრიუსელშია, სადაც რამდენჯერმე პრესკონფერენციაც გამართა.

martia
05 ოქტომბერი 2012 14:49
david67
გუშინწინ გავიგე, ბედუკაძის ცოლ-შვილი სტამბულშია, უსახსროდ დაყრილები, "ობიექტივის" ორი ჟურნალისტის ამარა. "ალიასთან" ინტერვიუ დაიდო F.BOOK-ზე. არ ვიცი, ფოფხაძე რა კაცია, ვერაფერს გეტყვი. ისე, მინიშნებით მაინც დაწერე:))
david67
04 ოქტომბერი 2012 18:37
martia და კიდევ ბედუკაძეს არ აუხელია თვალი საზოგადოებისთვის. ყველამ კარგად ვიცით ვინც აუხილა. ამის დაწერა არც არის აუცილებელი.ზოგიერთ უნიჭოს ისიც ჰგონია, რომ არა ეს კადრები, არჩევნებს ვერ მოვიგებდითო.ნაცების მხარდამჭერებმა მაინც 5-იანი შემოხაზეს. ბედუკაძის გმირობა ისეთივე ბედუკუღმართობაა ქვეყნისთვის, როგორც მიშას მიამიტობა. როგორც მიშა ტყუის რომ ვითომ მან არ იცოდა, თუ რა ხდებოდა ციხეებში, ისევე ტყუის ბედუკაძე, რომ მას ფული არ აუღია. ფოფხაძე კიდევ წილშია ამაში, ბელგიაში სუბოტექსი იაფია და აწი რაღა უჭირს. მძულან ეს ხალხი სუყველანი, სუყველა ვინც ციხეში მუშაობდა და მუშაობს და აწი ვინც იმუშავებს. ქართველ კაცს როგორიც არ უნდა იყოს მკვლელი ქურდი და ა.შ. ამისთანას რომ გაუკეთებ არაფრით არ ხარ უკეთესი. ჩემთვის რა ჭაკუა და რა ბედუკაძე. ორივე ერთია.
david67
04 ოქტომბერი 2012 17:55
აქ ერთი  სომეხი გამოჩნდება ხოლმე აკანიანის ნიკით შემოეთრევა ხოლმე და ფსიქიურად დაავადებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიშააა მაგარიაა და ასეთ რაღაცეებს ბლუყუნებს. ეხლა ჩემი ნიკით შემოეთრა და +1 მიაწერა. რას უყურებენ საიტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები? ბედი შენი აკანიანი ხარ თუ ვიღაც ჯანდაბა, რომ ვერ გხედავ და არ ვიცი სად აგდიხარ

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები