ინტერპოლი ბედუკაძეს ეძებს - კვირის პალიტრა

ინტერპოლი ბედუკაძეს ეძებს

გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორს, საპყრობილის ყოფილ მორიგე ოფიცერ ვლადიმერ ბედუკაძეს ინტერპოლი ეძებს. ინტერპოლის ვებგვერდზე ბედუკაძის ფოტო და მისი პირადი მონაცემებია გამოქვეყნებული. დანაშაულის კატეგორიად, რომლის საფუძველზეც ბედუკაძე წითელი ცირკულარით იძებნება, ინტერპოლს "სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა" აქვს მითითებული. გლდანის ციხეში პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალა 18 სექტემბერს გამოქვეყნდა, თუმცა, იმ დროისთვის ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში აღარ იყო. ბოლო ინფორმაციით, ბედუკაძე ბრიუსელშია, სადაც რამდენჯერმე პრესკონფერენციაც გამართა.