სურმავას საქმე - კვირის პალიტრა

სურმავას საქმე

ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას სახელით Youtube-ზე აუდიოჩანაწერები გავრცელდა. მათი მიხედვით, "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთსა და ბიძინა ივანიშვილზე, რბილად რომ ვთქვათ, უარყოფითად საუბრობდნენ.

გავრცელდა სურმავას ვიდეომიმართვაც, რომელშიც აცხადებს, რომ კოალიციის წევრების საუბრის მოსმენა-ჩაწერას უსაფრთხოების სამსახურს თავად ივანიშვილი ავალებდა. "ქართული ოცნების" წევრებმა, რომელთაც აუდიოჩანაწერი ეხებოდა, და ბიძინა ივანიშვილმა მასალებს ფალსიფიცირებული უწოდეს. სურმავას ოჯახის წევრების თქმით კი, ვიდეომიმართვაში ის, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. სურმავას მეუღლე მაკა ლობჟანიძე მიიჩნევს, რომ მისი ქმარი გაიტაცეს და ამაში ხელისუფლებაა გარეული (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).