"გამოიჩინეთ თავშეკავება" - კვირის პალიტრა

"გამოიჩინეთ თავშეკავება"

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, "გამოიჩინოს თავშეკავება ამ სენსიტიურ პერიოდში".

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა ჯგუფების მიერ მიწოდებული ანგარიშების გამო, რომელთა მიხედვითაც, დაფიქსირდა ოპოზიციურ აქტივისტთა დაპატიმრების უამრავი ფაქტი. "უკიდურეს შეშფოთებას იმსახურებს თითოეული ფაქტი, რამაც შეიძლება დისბალანსის შექმნა განაპირობოს", - ნათქვამია მილიორის წერილში.