საქართველო არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს - კვირის პალიტრა

საქართველო არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური აქტივისტებისა და მომიტინგეთა ადმინისტრაციული დაკავების წესის ბოროტად გამოყენებით საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს. "პოლიციამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და დააპატიმროს ნებისმიერი პირი, ვინც წესრიგის დარღვევას შეეცდება, მაგრამ უნდა არსებობდეს თვითნებური დაკავების თავიდან აცილების მექანიზმები. არსებული სამართლებრივი ჩარჩო და სასამართლო არ უზრუნველყოფს დაკავებულთა სათანადო დაცვას. შესაბამისად, მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია ანგარიშში.