საზოგადოებრივ პროკურორს ითხოვენ - კვირის პალიტრა

საზოგადოებრივ პროკურორს ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ციხეებში წამების ფაქტები საზოგადოებრივმა პროკურორმა გამოიძიოს. საზოგადოებრივი პროკურორი კი ის უნდა გახდეს, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, გამოძიებას მონიტორინგი უნდა გაუწიოს იურისტებით, ექიმებითა და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებულმა საბჭომ. კვლავ ძალაში რჩება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავარმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა აიღონ.