თბილისი ეკურთხა - კვირის პალიტრა

თბილისი ეკურთხა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით 27 სექტემბერს თბილისი, მომდევნო დღეებში კი საქართველო ეკურთხა. თბილისში სასულიერო პირების მონაწილეობით მსვლელობა დედაქალაქის რამდენიმე რაიონიდან დაიწყო და მეტეხის ხიდზე, 100000 ქართველის წამების ადგილზე დასრულდა. უწმინდესმა მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა და მრევლი აკურთხა.

მსვლელობები გაიმართა რეგიონებშიც. პატრიარქმა თბილისისა და სრულიად საქართველოს კურთხევის გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).