ქართულ-ფრანგული სკანდალი
მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა საფრანგეთის ჟანდარმერიიდან მიღებული მასალა, რომელიც ქართულ დანაშაულებრივ სამყაროს ეხება. ასევე, პროკურატურამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ხვდება საფრანგეთში გოგა ხაინდრავა ე. წ. კანონიერ ქურდ რეზო ლორთქიფანიძესა და რამდენიმე პირს. საფრანგეთის საგარეო უწყებამ უკმაყოფილება გამოთქვა ზემოხსენებული მასალების გასაჯაროების გამო, რადგან საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხებოდა, ოფიციალურ პარიზს კი თბილისისთვის მათ გამოქვეყნებაზე თანხმობა არ მიუცია. ფრანგულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არჩევნებს დაუკავშირა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით კი მას
კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება არ აუღია. თავად გოგა ხაინდრავას განმარტებით, ის საფრანგეთში თავისი ფილმის, "დემოკრატიის შუქურის", პრეზენტაციისას მართლაც შეხვდა რეზო ლორთქიფანიძეს, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია და ამას არც არასოდეს მალავდა. ხაინდრავა საფრანგეთის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები