მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ტაძარი აღადგინეს - კვირის პალიტრა

მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ტაძარი აღადგინეს

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ყოფილ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობაში წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი აკურთხა. ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი კონსტანტინე კოღუაშვილია. აღნიშნულ კორპუსში  სასულიერო სემინარიის ჯგუფებიც განთავსდება.

ამ ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში სამონასტრო კომპლექსი ფუნქციონირებდა. სადაც გასაბჭოების შემდეგ ჯერ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი განთავსდა, შემდეგ კი მე-9 საავადმყოფო.