"საქართველოს H1N1 ვირუსთან ბრძოლისთვის მედიკამენტების საკმარისი მარაგი აქვს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს H1N1 ვირუსთან ბრძოლისთვის მედიკამენტების საკმარისი მარაგი აქვს"

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, სანდრო კვიტაშვილის  განცხადებით, საქართველოში H1N1 ვირუსის სამკურნალო პრეპარატების "ტამიფლუსა" და "რელენზას" საკმარისი მარაგი არსებობს. მინისტრის განმარტებით, სამინისტროს აღნიშნული პრეპარატები ჯერ ქსელში გაშვებული არა აქვს.

ქსელში ამ დროისთვის პრეპარატები არსებობს მხოლოდ კომერციულად შეტანილი სახით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ მარაგში არ თვლის.

"ეს პრეპარატები არ არის პრევენციისთვის განკუთვნილი, ეს არის სამკურნალო პრეპარატები", - აღნიშნა კვიტაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ცდილობს მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას, რა უნდა გააკეთონ გრიპის სიმპტომების შემთხვევაში.

ივლისიდან მოყოლებული საქართველოში H1N1 ვირუსის 36 შემთხვევაა დაფიქსირებული.