მერია გაზის გამათბობლებს შეამოწმებს - კვირის პალიტრა

მერია გაზის გამათბობლებს შეამოწმებს

იმის გამო, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად მოსახლეობაში ყოველწლიურად მატულობს გაზის გათბობის სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, თბილისის მერის, გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, მერია მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ბინებში გაზის გამათბობლების შესამოწმებლად თანხებს გამოყოფს.

გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, მოსახლეობას საშუალება ექნება დააფიქსირონ გაზის გამათბობლებთან და მთლიანად სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემები.

მერის თქმით, ამისათვის მოსახლეობას შეუძლია დარეგისტრირდეს კომპანია "ყაზტრანსგაზის" ათივე სადგურში. კომპანიის წარმომადგენლები შეამოწმებენ გამათბობლებს და მობინადრეებს გაუწევენ სათანადო რეკომენდაციას. კომპანიის მიერ ამ მხრივ გაწეულ ხარჯებს კი მერია დაფარავს.