ტყეები "ალ-ქაიდას" გადაუწვავს - კვირის პალიტრა

ტყეები "ალ-ქაიდას" გადაუწვავს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვის მტკიცებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტყეებში გაჩენილი ხანძრის უკან "ალ-ქაიდა" დგას. მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია "ათასი ჩხვლეტის" სტრატეგიის რეალიზაციას ახდენს, რომლის მიხედვითაც, შეგიძლია მოწინააღმდეგეს დიდი ფინანსური ზარალი განსაკუთრებული მომზადების გარეშეც მიაყენო. რუსული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისლამისტურ საიტებზე "ტყის ჯიჰადისკენ" მოწოდება თანდათან პოპულარული ხდება.