თურქეთი, შესაძლოა, ომში ჩაებას - კვირის პალიტრა

თურქეთი, შესაძლოა, ომში ჩაებას

თურქეთი, შესაძლოა, სირიასთან ომში  ჩაებას.  სირიის ტერიტორიიდან თურქულ ქალაქ აკჩაკალს ჭურვები ესროლეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. საპასუხოდ თურქეთის არმიამ სირიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზას დარტყმა მიაყენა, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა. დამასკომ ანკარას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ აკჩაკალის დაბომბვა შეცდომით მოხდა, თუმცა მომდევნო დღეებში თურქეთის ტერიტორია კიდევ რამდენჯერმე დაიბომბა, რისთვისაც თურქეთმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. თურქეთის არმია კონცენტრაციას სირიის საზღვართან ახდენს, პარლამენტმა კი სასწრაფოდ მიიღო კანონი, რომელიც ანკარას საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას აძლევს.