"დათა ახალაიამ და მისმა გარემოცვამ საქართველო დატოვეს" - კვირის პალიტრა

"დათა ახალაიამ და მისმა გარემოცვამ საქართველო დატოვეს"

"მეცხრე არხის" ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი დათა ახალაიამ და მისი გარემოცვის წევრებმა, დავით ჭაკუამ, მეგის ქარდავამ, გიორგი დგებუაძემ და ზურაბ მიქაძემ გადაკვეთეს. დათა ახალაიამ, დავით ჭაკუამ და მეგის ქარდავამ ქვეყანა 5 ოქტომბერს სარფის პუნქტის გავლით დატოვეს. ზურაბ მიქაძე 4 ოქტომბერს უკრაინაში გაფრინდა, გიორგი დგებუაძე ("მასტერა") კი 22 სექტემბერს წითელი ხიდის გავლით  საქართველოდან გავიდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ზემოხსენებული პირების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.