გრიგოლიას ემუქრებოდნენ - კვირის პალიტრა

გრიგოლიას ემუქრებოდნენ

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძის განცხადებით, ინგა გრიგოლიას, რომელმაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გლდანის მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატურა მოხსნა, ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. თარგამაძემ არ დაასახელა ისინი, ვინც ამას სჩადიოდნენ, თუმცა დასძინა - ამაზე თავის დროზე გრიგოლია ისაუბრებსო. ინგა გრიგოლიას თქმით, იგი მიდის პოლიტიკიდან, "რადგან თმენის ვალდებულება ბოჭავს". "ისე მოვკვდები, რომ არასოდეს არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში აღარ შევალ", - აღნიშნა მან. გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).