დასავლეთი თანამშრომლობას ითხოვს - კვირის პალიტრა

დასავლეთი თანამშრომლობას ითხოვს

თეთრმა სახლმა ქართველ ხალხს მიულოცა საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ჩატარება და ხაზი გაუსვა, რომ "მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" ლიდერებმა და ახალმა პარლამენტმა უნდა იმუშაონ ერთად ეროვნული ერთობის სულისკვეთებით, რათა გარანტირებული იყოს შემდგომი პროგრესი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე". მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც. ასევე, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის კომისრებმა  ქეთრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ და მოუწოდეს პარლამენტში არჩეულ თითოეულ დელეგატს, ერთად იღვაწონ საქართველოს ინტერესებისთვის. საქართველოს პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ მინიონმაც მოუწოდა.