ნორლანდის მისია - კვირის პალიტრა

ნორლანდის მისია

ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, რომ ზუგდიდში ირაკლი ალასანია როლანდ ახალაიამ დაამარცხა, სამეგრელოს მთავარ ქალაქში პროტესტი მოჰყვა. პროტესტი გამძაფრდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ახალაიას სასარგებლოდ გადაკეთებული ოქმების ვიდეოკადრები. თავად  როლანდ ახალაია კი ირაკლი ალასანიას ზეწოლაში ადანაშაულებს. ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ზუგდიდში 4 ოქტომბერს გაიმართა, სადაც მოულოდნელად აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მივიდა. "მნიშვნელოვანია,  რომ საოლქო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ მუშაობა შიშისგან თავისუფალ გარემოში. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება. უმნიშვნელოვანესია, რომ შედეგებზე არსებული დავა განხილული იყოს სამართლებრივად", - განაცხადა ნორლანდმა. მოგვიანებით, ელჩმა საოლქო კომისიაში გადაინაცვლა და მის მუშაობას აკვირდებოდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).