"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადავიდა - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება აღიარა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადავიდა. საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციის განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ იმას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, მოხდეს ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, ახალი მთავრობის დაკომპლექტება. ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო და არის ამ კოალიციის შეხედულებები. ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები, მაგრამ  დემოკრატია მუშაობს, ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ ძალიან დიდ პატივს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).