აურზაური ხაშურში - კვირის პალიტრა

აურზაური ხაშურში

არჩევნების შემდეგ რამდენიმე მაჟორიტარული ოლქის შედეგებზე მხარეები დავას აგრძელებენ - მათ შორის ხაშურის, გარდაბნის, თეთრიწყაროსა და ზუგდიდის ოლქებში. თუმცა ყველაზე დრამატულად მოვლენები ხაშურში განვითარდა. ხმების დათვლის პროცესში 10 უბანში სპეცრაზმი შეიჭრა და როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, მათი დახმარებით "ნაციონალებმა" ოქმები გადააკეთეს, ზოგი უბნიდან კი ბიულეტენები გაიტაცეს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პროტესტს სპეცრაზმმა რეზინის ტყვიებითა და მხუთავი გაზით უპასუხა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ხაშურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ მის კონკურენტს "ნაციონალური მოძრაობიდან", ბაჩო ქიტიაშვილს, მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილისგან ჰქონდა დავალებული, რომ გელაშვილს ხაშურში არ გაემარჯვა. გელაშვილის ცნობით, ქიტიაშვილიც სპეცრაზმელის ფორმაში იყო გამოწყობილი და ძალადობდა.