ქართველი დამკვირვებლები დარღვევებზე ლაპარაკობენ - კვირის პალიტრა

ქართველი დამკვირვებლები დარღვევებზე ლაპარაკობენ

ქართველი დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებდნენ ხაშურში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც საარჩევნო უბნებში სპეცრაზმი შეიჭრა და დამკვირვებლებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სპეცრაზმის დახმარებით ოქმების გადაკეთების საკითხი განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ასევე, არასამთავრობოების ცნობით, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ძირითადად შემდეგი დარღვევები ფიქსირდებოდა - საარჩევნო უბნებისთვის ნაკლები ბიულეტენების მიწოდება, მარკირების პროცედურის დარღვევა, სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა, არჩევანის გაკეთების ფარულობის დარღვევა, უკანონო აგიტაცია, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში "ნაციონალების" კოორდინატორის მიერ ამომრჩევლისთვის უკვე შემოხაზული ბიულეტენის გადაცემა, დამკვირვებლების შეზღუდვა და სხვა.