ხმა საქართველოს თავისუფლებას მივეცი - კვირის პალიტრა

ხმა საქართველოს თავისუფლებას მივეცი

"არსებობს სამი დიდი სიწმინდე: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი საკვირველი სამშობლო და ადამიანი - როგორც უდიდესი ფასეულობა. ხმა მივეცი იმათ, რომლებიც დაიცავენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს წინსვლას, დაიცავენ ამ უდიდეს ფასეულობებს. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო დადგება განვითარების გზაზე, საქართველო შეინახავს თავის დიდ ტრადიციებს, ღმერთი იქნება ჩვენი მფარველი", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა ხმა ლესელიძის ქუჩაზე, #4 საარჩევნო უბანზე, მისცა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).