"ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა

ცესკოს მიერ ყველა უბანზე ხმის დათვლის წინასწარი  მონაცემებით, 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 54,85%-მა ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა, 40,43%-მა მხარი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირა. სხვა პოლიტიკურმა ძალებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. კერძოდ, "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიულმა  გაერთიანებამ" - 2,05%, "ლეიბორისტულმა პარტიამ" - 1.24%, დანარჩენმა პარტიებმა 1%-ზე ნაკლები მიიღეს. 6 ოქტომბრის მონაცემებით, პარლამენტში 150 მანდატიდან 83 "ქართულ ოცნებას", 67 კი "ნაცმოძრაობას" ერგო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).