შესაძლოა, ირანს დარტყმა მიაყენონ - კვირის პალიტრა

შესაძლოა, ირანს დარტყმა მიაყენონ

ამერიკელი ექსპერტების ცნობით, ისრაელი და აშშ განიხილავენ ირანის ბირთვულ ობიექტებზე "ქირურგიული დარტყმების" მიყენების შესაძლებლობას. ოპერაცია მაქსიმუმ ორი დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას უპილოტო საფრენი აპარატები და სტრატეგიული ბომბდამშენები მიიღებენ. ექსპერტების აზრით, ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ირანის ბირთვული პროგრამა შეფერხდება, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმალური იქნება, სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების დონე გაიზრდება, პრეზიდენტი ბარაქ ობამა კი საარჩევნოდ დიდ დივიდენდებს მიიღებს.