რა ხდება ახალ პარლამენტში - კვირის პალიტრა

რა ხდება ახალ პარლამენტში

"ქართული ოცნების" წევრები ქუთაისში გაემგზავრნენ და მშენებარე პარლამენტში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. კოალიციის წარმომადგენლები მძიმე შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. კერძოდ, გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, "ახლა კეთდება სადარბაზოები, მონტაჟდება ლიფტები,  აგებენ იატაკს, არსად კარი ჯერ არ ჩასმულა, არ შეუტანიათ ავეჯი, არ არის მოწყობილი მოქალაქეთა მისაღები. თბილისიდან წასული თანამშრომლებისათვის საყოფაცხოვრებო პირობები ელემენტარულ დონეზეც არ არის დაკმაყოფილებული და ნაქირავებ ბინებში 4-5 კაცი ცხოვრობს". ცაგარეიშვილს ასეთ პირობებში მუშაობა წარმოუდგენლად მიაჩნია. თუმცა პარლამენტის მშენებელი კომპანია "მენო ინტერნეიშენელი" აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანო პირველ სხდომას ტექნიკურად გამართული შეხვდება.