ვინ იქნება ომბუდსმენი - კვირის პალიტრა

ვინ იქნება ომბუდსმენი

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების დიდმა ნაწილმა სახალხო დამცველის პოსტზე საია-ს წევრის, თამარ გურჩიანის კანდიდატურა დაასახელა. არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, გურჩიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე დიდი გამოცდილებისა და სამართალმცოდნეობის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის გამო შეირჩა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ომბუდსმენის თანამდებობაზე მხარს იურისტ ლია მუხაშავრიას უჭერს.