თამაზაშვილი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

თამაზაშვილი გაათავისუფლეს

შს მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. თამაზაშვილი სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. თამაზაშვილის განცხადებით, აღშფოთებულია წინასაარჩევნოდ ტელევიზიებით გადაცემული რგოლებით იმის შესახებ, თითქოს კავშირი ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან. ღარიბაშვილის სიმამრი 2011 წლის 11 ოქტომბერს იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).