მერია უსაფრთხოების სამსახურს ქმნის - კვირის პალიტრა

მერია უსაფრთხოების სამსახურს ქმნის

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხელი მოაწერა დებულებას, რომელიც დედაქალაქის უსაფრთხოების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. ახალი უსაფრთხოების სამსახური მერიის ობიექტებს დაიცავს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უგულავა "პირად გვარდიას" ქმნის. მერიამ ახალ სამსახურში გადასვლა დაცვის პოლიციის იმ თანამშრომლებს შესთავაზა, რომლებიც ქალაქის ობიექტებს მანამდე იცავდნენ. ამან პოლიციელების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ახალ სამსახურში გადასვლით სტაჟს ვეღარ შეინარჩუნებენ. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც პოლიციელები შს მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.