დენს და ნაგავს არ გაყოფენ - კვირის პალიტრა

დენს და ნაგავს არ გაყოფენ

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ოპოზიციამ თბილისის მერიას მოუწოდა, მიეღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის განცალკევების შესახებ. თუმცა მერიამ უარი განაცხადა და ორ ალტერნატიულ ვარიანტზე დაიწყო მუშაობა. კერძოდ, პირველი ვარიანტის მიხედვით, შესაძლოა, სეზონური ტარიფი შემოვიდეს, ანუ ზამთარში ნაკლები იყოს გადასახადი, მეორე ვარიანტი კი დასუფთავებაზე ფიქსირებული გადასახადის - ოჯახზე 7 ლარის დაწესებას ითვალისწინებს.