"ნაციონალები" ხუთმა წევრმა დატოვა - კვირის პალიტრა

"ნაციონალები" ხუთმა წევრმა დატოვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ხუთმა წევრმა დატოვა და ახალი ფრაქცია "თავისუფლება" შექმნა. კერძოდ, "ნაციონალებიდან" წამოვიდნენ: ირაკლი შიხიაშვილი, მერაბ რაფავა, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ქავთარაძე და ზაზა დოლიძე. როგორც ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, მათი გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მისმა ლიდერებმა ამორალურ და დისკრედიტირებულ ორგანიზაციად აქციეს. ახლა "ნაციონალები" საპარლამენტო არჩევნებში მარცხის გამო რევანშისთვის ემზადებიან. შიხიაშვილის თქმით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსასვლელად სხვა წევრებიც ემზადებიან (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).