"ჟვანიას საქმეს" თავიდან შეისწავლიან - კვირის პალიტრა

"ჟვანიას საქმეს" თავიდან შეისწავლიან

საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოუძიებელი ფაქტები შესწავლილი იქნება. ასევე, გადაიხედება სხვა გახმაურებული საქმეებიც. "ბუტა რობაქიძისა  და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე საზოგადოებას კითხვები აქვს და მათ პასუხი უნდა გაეცეს. უნდა დადგინდეს ამ მკვლელობაში თანამდებობის პირთა მონაწილეობა, ვინ რა დოზით მონაწილეობდა და შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობაც განისაზღვროს", - განაცხადა კბილაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).