პრიორიტეტული კანონპროექტები დასახელდა - კვირის პალიტრა

პრიორიტეტული კანონპროექტები დასახელდა

"ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ის კანონპროექტები, რომლებსაც პარლამენტი პირველივე სხდომებზე განიხილავს. კერძოდ, უკვე მუშავდება კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. ასევე, პარლამენტი დაამტკიცებს კანონს "თავისუფალი კონკურენციის" შესახებ, რომლის მიზანი ელიტურ კორუფციასა და მონოპოლიებთან ბრძოლა იქნება. კანონის ფარგლებში შეიქმნება თავისუფალი კონკურენციის სააგენტო, რომელიც ბაზარს გააკონტროლებს.