ე. წ. ქურდები აღარ დაბრუნდებიან - კვირის პალიტრა

ე. წ. ქურდები აღარ დაბრუნდებიან

შს მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ე. წ. კანონიერი ქურდები არასოდეს დაბრუნდებიან. "კრიმინალური სამყაროსთან ჩვენ შეურიგებლები ვიქნებით. "კანონიერი ქურდი" იქნება თუ "უკანონო", ის ერთ ადგილას უნდა იჯდეს. "კანონიერი ქურდი" შეიძლება ქუჩაშიც იპოვო, სამინისტროშიც და სხვა სახელმწიფო სტრუქტურაშიც. მთავარია, ვიპოვოთ და მათგან სახელმწიფო გავასუფთაოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.