პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი იქნება - კვირის პალიტრა

პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილი წარადგინა. პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატია მანანა კობახიძე. ვიცე-სპიკერობისა კი ზურაბ ტყემალაძე, ზურაბ აბაშიძე და მურმან დუმბაძე. აგრარულ საკითხთა კომიტეტს გიგლა აგულაშვილი უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს - ეკა ბესელია; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს - ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვის კომიტეტს - გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს - ნოდარ ხადური; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - გუბაზ სანიკიძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - ვიქტორ დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ირაკლი სესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ხმალაძე; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს - ირაკლი ტრიპოლსკი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა კომიტეტს - ირინა იმერლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს - ლერი ხაბელოვი; ჯანდაცვის კომიტეტს - დიმიტრი ხუნდაძე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).