ივანიშვილის მთავრობა - კვირის პალიტრა

ივანიშვილის მთავრობა

ახალ მთავრობაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, მინისტრების პოსტები ასე გადანაწილდება: შსს - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი); იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - კახა კალაძე (ამავე დროს მეორე ვიცე-პრემიერი); სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია; ჯანდაცვის სამინისტრო - ამირან გამყრელიძე; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი - რევაზ შავიშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი; გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი; გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი. 13 ოქტომბერს ჯერ კიდევ არ იყვნენ დასახელებულები ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვისა და ლტოლვილთა მინისტრების კანდიდატურები (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).