"პასუხი მე მომთხოვეთ" - კვირის პალიტრა

"პასუხი მე მომთხოვეთ"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სწორედ ის არის პასუხისმგებელი ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის ელჩ კრისტოფერ სტივენსის დაღუპვაზე. ეს განცხადება კლინტონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც "რესპუბლიკელებმა" პრეზიდენტი ბარაქ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმაში დაადანაშაულეს, რომ ისინი არ გამოეხმაურნენ ბენღაზიში ამერიკის საკონსულოს თანამშრომლების თხოვნას დაცვის გაძლიერების შესახებ. კლინტონის თქმით, ასეთ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს და ობამა და ბაიდენი არაფერ შუაში არიან. სტივენსი ბენღაზიში 2012 წლის 11 სექტემბერს მოკლეს.