"მასთ ქერი" მუდმივად - კვირის პალიტრა

"მასთ ქერი" მუდმივად

მედიაორგანიზაციები "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" პრინციპების მუდმივად დაკანონების თხოვნით, მიმდინარე ან მომავალ თვეს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტით მიმართავენ. "ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ზოგიერთ რეგიონში ისევ არის პრობლემა: ადგილობრივმა საკაბელოებმა რამდენიმე მაუწყებელი გამორთეს ან კიდევ, "მასთ ოფერის" შემთხვევაში, ზოგიერთმა ტელეკომპანიამ უარი თქვა "გლობალ TV"-ში ჩართვაზე. ხშირად ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული, ამიტომაც აუცილებელია აღნიშნული პრინციპების სამუდამო დაკანონება, რათა მსგავსი რისკები მომავალში გამოირიცხოს", - განაცხადა გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.